გაკვეთილის გეგმის
ფორმა/ სქემა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
საგანი ისტორია
კარდინალი რიშელიე
|
||
სწავლების საფეხური
|
საბაზო-VIIა
კლ.
|
||
მოსწავლეთა პროფილი
|
32 მოსწავლე/ სსსმ - მოსწავლე არ მყავს/
|
||
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს გაიაზრონ რიშელიეს მმართველობის მახასიათებლები.
მოსწავლეები გააანალიზებენ აბსოლუტური მმართველობის დადებით და უარყოფითი მხარეებს.
მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის, წერის, აზროვნების, მსჯელობის უნარი. წინარე
ცოდნიდან გამომდინარე მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ სავარაუდო შედეგებს რიშელიეს მმართველობასთან
დაკავშირებით. მოსწავლეები მომდევნო გაკვეთილზე ადვილად გააანალიზებენ საფრანგეთის
ძლიერების ხელისშემწყობ მიზეზებს, საზოგადოების უკმაყოფილების , მეფის ამპარტავნობისა და საფრანგეთის მაღალი
ფენის ნაკლოვანებებს. მოახდენენ სამომავლოდ ინგლისისა და საფრანგეთის რევოლუციების
მაშტაბების გაანალიზებას.
|
||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები იმსჯელებენ პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე
ქვეყნის ისტორიაში. იმსჯელებენ რიშელიეს მოღვაწეობის, მის მიერ გატარებული რეფორმების
დადებით და უარყოფით შედეგებზე.
|
||
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან თუ რა გავლენა იქონია ოლივერ კრომველის
მოღვაწეობამ და აბსოლუტური მმართველობის დამკვიდრებამ ინგლისის ისტორიაზე.
|
||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მსჯელობა. საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
|
||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, საწერი კალამი ,პროექტორი, დაფა,ცარცი.
|
||
მასწავლებელი
აქტივობის აღწერა
|
კლასის ორგანიზება
|
||
მასწავლებელი აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და განმავითარებელ
, განმსაზღვრელ შეფასებებს. 2წთ
მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით დასვავს
შეკითხვებს.5წთ
.რა გახდა ინგლისის რევოლუციის მიზეზი.
.რაში გამოიხატებოდა კრომველის შეცდომები.
.ინგლისის საზოგადოებამ რა გამოსავალი გამონახა ქვეყანაში
სტაბილურობის დამყარების მიზნით
მასწავლებელი სლაიდების გამოყენებით მოსწავლეებს გააცნობს
კარდინალ რიშელიეს მოღვაწეობას .
დავსვავ
შკითხვას :
წარმოადგენდა თუ არა რიშელიე საინტერესო ისტორიულ
ფიგურას ,რატომ ფიქრობთ ასე?
შემდეგ თითოეულ მათგანს ვთხოვ წაიკითხონ ტექსტი და ამოიწერონ მათთვის ახალი და საინტერესო ინფორმაცია.15წთ
დაფაზე დავხაზავ ცხრილს.10წთ
რიშელიეს მოღვაწეობაში რა იყო საინტერესი. დადებითი
.უარყოფითი.
გაკვეთილის შეჯამების მიზნით დავსვავ შეკითხვას.5წთ
რატომ ვერ ეგუება საზოგადოება აბსოლუტურ მმართველობას?
მოხდება მოსწ.შეფასება 3წთ
მსჯელობა.
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
საშინაო დავალება:1წთ
რიშელიეს მოღვაწეობის: გრძელვადიანი და მოკლევადიანი
მიზნები
|
No comments:
Post a Comment